Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთი რეგიონულ სამიტს მასპინძლობს


ავღანეთის, პაკისტანის და რუსეთის პრეზიდენტებს მასპინძლობს ტაჯიკეთი, რომლის დედაქალაქ დუშამბეში რეგიონული სამიტი ეწყობა. ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რახმონი, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის, პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარისა და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრებს გამართავს პარასკევიდან. მათი თემები რეგინული უსაფრთხოება და ენერგეტიკური პროექტებია. შაბათ-კვირას დუშამბეს ეწვევა ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, რომელიც იქ ოფიციოლურ ვიზიტად ჩავა და მის ჩარჩოებში ირანის დახმარებით აშენებულ ჰიდროელექტროსადგურს ეწვევა.
XS
SM
MD
LG