Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ რურუა: კანონით აუცილებელი არ არის, თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავდეს


რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯერჯერობით არავის დანიშვნას არ აპირებენ - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ. მისივე თქმით, ”საკითხი ჯერჯერობით შეჩერებულია.” ამასთან, გაზეთ "24 საათთან" ინტერვიუში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ კანონით აუცილებელი არ არის თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავდეს. ნიკოლოზ რურუამ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუა აგვისტოს შუა რიცხვებში გაათავისუფლა და მიზეზად რეჟისორის ქსენოფობიური გამონათქვამები დაასახელა.
XS
SM
MD
LG