Accessibility links

logo-print

ცნობილი გახდა თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ვინაობა


საქართველოს პარლამენტის შუალედურ, მაჟორიტარულ არჩევნებში, რომელიც თელავის ოლქში 2 ოქტომბერს გაიმართება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს იყრის თელავის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი. მისი კანდიდატურა მმართველმა პარტიამ დღეს ოფიციალურად წარადგინა. ნაციონალური მოძრაობის გარდა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებენ ”მრეწველების” კანდიდატი, თელავის საკრებულოს წევრი ვასილ არაბული და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ადგილობრივი ლიდერი ნიკოლოზ ლაშხი. თელავის ოლქში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები პარლამენტის წევრის გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
XS
SM
MD
LG