Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო


ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტის რევაზ ბერიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს, მის თანამებრძოლებსა და ქართველ ხალხს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რევაზ ბერიძე, რომელიც მე-3 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში მსახურობდა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, თალიბთა თავდასხმისას მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, რევაზ ბერიძე ავღანეთში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი ოფიციალურად მხოლოდ გუშინ დაადასტურა.
XS
SM
MD
LG