Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანს 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობა სურს


აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანახმად, მან ოფიციალურად განაცხადა, რომ სურს ბაქომ უმასპინძლოს 2020 წლის ოლიმპიადას. კომიტეტის წარმომადგენელმა, ქუნულ ნურულაევამ თქვა, რომ გამოცდილება, რომელიც 2016 წლის თამაშების მოწყობის წარუმატელებმა სურვილმა მოიტანა, დაეხმარება ქვეყანას განავითაროს თავისი პრეტენზია. ბაქო, თუ კანდიდატთა სიაში მოხვდა, კონკურენციას გაუწევს სტამბოლს, დოჰას, მადრიდს, კატარს, რომს და ტოკიოს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალურ სიას პარასკევს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG