Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტს გენერალური პროკურორი განუდგა


სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობას ხუთი თვის წინ სახალხო ამბოხების დაწყებიდან პირველად, განუდგა მაღალი რანგის ოფიციალური პირი. ქალაქ ჰამას გენერალურმა პროკურორმა, ადნან მუჰამედ ალ- ბაკურმა „იუთუბით“ გამოაქვენა ვიდეომიმართვა, სადაც ის აცხადებს, რომ გადადგა გამოსვლების ჩახშობის მიმართ პროტესტი ნიშნად. მისი თქმით, ის გადადგა, რადგან უშიშროების ძალებმა ჰამაში დახოცეს 72 დაკავებული დემონსტრანტი. მან თქვა, რომ დეტალებზე სირიის დატოვების შემდეგ ილაპარაკებს.
XS
SM
MD
LG