Accessibility links

logo-print

კადაფი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს


ლიბიის ყოფილმა ლიდერმა, მუამარ კადაფიმ განაცხადა, რომ ის მტრებთან ბრძოლას გააგრძელებს. ამ დროს საფრანგეთში მიმდინარეობს ლიბიის მომავლის შესახებ საერთაშორისო კონფრენცია. არაბულმა ახალი ამბების ტელეარხებმა გადასცეს კადაფის მიართვის აუდიოჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ ლიბიელ ხალხს არ შეუძლია დაიჩოქოს,არ შეუძლია დანებება, ჩვენ ქალები არ ვართო: "რაც მოისმინეთ, ყველაფერი ტყუილია, არ დაიჯეროთ. ბრძოლა იარაღით, ტყვიებით მიმდინარეობს. დაე, ტყვიებმა ილაპარაკონ ლიბიელი ხალხის სახელით. თუკი მათ ჩვენთან ხანგძლივ ომში ჩაბმა სურთ, იყო ასე. ჩვენ ვიბრძროლებთ თითოეული მოედნისთვის, თითოეული ქალაქისთვის, თითოეული ხეობისთვის, მთისთვის. იყოს ხანგძლივი ომი, ჩვენ მათ დავანახვებთ, რომ მათ არ ეშუძლიათ ლიბიის და ლიბიელი ხალხის მართვა, მათ არ შეუძლიათ ჩვენი შეიარაღებულ ტომების და ჩვენ შეიარაღებულ ხალხის მართვა“.
ამ დროს, პარიზში, ლიბიის ოპოზიციური, ეროვნული გარდამავალი საბჭო შეხვედრას მართავს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სამიტს ერთობლივად მასპინძლობენ ბრიტანეთი და საფრანგეთი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს მოუწოდა ლიბიის ახალ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ შეებრძოლონ ექსტრემიზმს და უზრუნველჰყონ, რომ კადაფის იარაღი არასწორ ხელში არ მოხვდეს.
დღეს ევროკავშირმა გაადაწყვიტა, გაუუქმოს სანქციები ლიბიის 28 ეკონომიკურ ორგანიზაციას, მათ შორის ნავსადგურებს, ბანკებს, სანავთობო და გაზის მწარმოებელ ფირმებს. დღესვე რუსეთმა და უკრაინამ აღიარეს ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო, როგორც ამ ქვეყნის მმართველი უწყება.
დღეს მეამბოხეებმა, კადაფის მომხრეებისთვის წაყენებული ულიმატუმის ვადა, რომ დათმონ კადაფის მშობლიური ქალაქი სურთი, ერთი კვირით გააგრძელეს. მათ თავიდან კადაფის ძალებს იარაღის დაყრისთვის ვადა სამ სექტემბრამდე მისცეს.
XS
SM
MD
LG