Accessibility links

საქართველოში დაბრუნდნენ ,,ვასილიოს N“–ის ეკიპაჟის წევრები


საქართველოში დაბრუნდნენ გემის ,,ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის წევრები. შეგახსენებთ, რომ გემის მფლობელისა და ტვირთმფლობელის დავის გამო, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი ,,ვასილიოს N“-ი 11 თვე იყო დატყვევებული ლიბიაში, ვიდრე გემის კაპიტანი მარტში, ლიბიაში დაპირისპირების გამწვავებისას შეძლებდა მისრათის პორტიდან ხომალდის გაყვანას. ამის შემდეგ ქართველმა მეზღვაურებმა, რომლებთან ერთადაც ,,ვასილიოს N“-ზე მათი უკრაინელი კოლეგებიც იმყოფებოდნენ, მალტას მიაშურეს და იქ რამდენიმე თვე ელოდებოდნენ კუთვნილ ხელფასებს. დღეს ბათუმში ჩაფრინდა ოთხი ქართველი მეზღვაური.
XS
SM
MD
LG