Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებაზე იმსჯელებენ


დღეს პოლონეთში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი პირები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებაზე იმსჯელებენ. მათ შორის, ნავთობზე ემბარგოს დადების საკითხიც განიხილება. გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს გააძლიერონ ზეწოლა სირიის ლიდერზე, რათა ის ხელისუფლებიდან წავიდეს. ხუთშაბათს სირიაში სამხედროებისა და უსაფრთხოების სამსახურის ძალების მიერ განხორციელებულ ოპერაციებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG