Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადა გამართლებულია


”ისრაელმა გამოავლინა აგრესია, როდესაც გასულ წელს ღაზის სექტორში მიმავალი თურქული ხომალდი დააკავა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადა გამართლებულია”, - ასეთ დასკვნამდე მივიდა გაეროს სპეციალური კომისია, რომელიც ინციდენტს იძიებდა. კომისიის ოფიციალური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება, თუმცა გუშინ სრული დოკუმენტი გაზეთ ”ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა. გასულ წელს ისრაელის სპეცსამსახურების მიერ თურქული ხომალდის დაკავების სპეცოპერაციისას ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინციდენტმა ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გაართულა, რადგან ისრაელი არ აპირებს ბოდიში მოიხადოს თურქეთის მოქალაქეების გარდაცვალების გამო.
XS
SM
MD
LG