Accessibility links

logo-print

თურქეთში განთავსდება ნატოს ანსტისარაკეტო სარადარო სისტემა


თურქეთის განცხადებით, მის ტერიტორიაზე განთავსდება რადარი, რომელიც ეკუთვნის ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას. თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გავრცელდა, ნათქვამია, რომ შესაბამისი მოლაპარაკება „დასკვნით სტადიაზეა“ გადასული. ტექსტში არ აზუსტებენ, როდის არის მოსალოდნელი რადარის დადგმა. 28-წევრიანი ალიანსის ლიდერებმა შარშან, ლისაბონში მიაღწიეს შეთანხმებას ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე. ნატოს გეგმით, შეერთებული შტატების ანტისარაკეტო გადამტაცებისა და რადარების სისტემა, რომელიც უკვე დაიგეგმა ევროპისათვის და ითვალისწინებს გადამტაცებს რუმინეთსა და პოლონეთში, ისევე როგორც რადარს თურქეთში, დაუკავშირდება თვით ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვას. ამ გეგმის წინააღმდეგ გამოდის რუსეთი, რომელიც შიშობს, რომ ნატოს ანტისარაკეტო სისტემა საფრთხეს შეუქმნის მის უსაფრთხოებას.
XS
SM
MD
LG