Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბებმა მძევლად აიყვანეს 30 პაკისტანელი ბავშვი


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თალიბებმა ავღანეთში მძევლად აიყვანეს 30-მდე პაკისტანელი ბავშვი, რომლებიც შემთხვევით გადავიდნენ საზღვარზე. ამ წყაროს ცნობით, ინციდენტი მოხდა ხუთშაბათს, როცა 12-დან 18 წლამდე ასაკის ბიჭები პაკისტანში, ბაჯაურის რეგიონში იყვნენ ჩასული მუსლიმთა დღესასწაულ ეიდთან დაკავშირებით და გადავიდნენ ავღანეთში მდებარე კუნარის პროვინციაში, სადაც ისინი მოიტაცეს. ცნობების თანახმად, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი დაუკავშირდა ავღანეთის მთავრობას და მას სთხოვა, მიმართონ ზომებს ბავშვების გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG