Accessibility links

logo-print

თურქეთი აპირებს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობის შესუსტებას


თურქეთი აცხადებს, რომ ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობას ასუსტებს ამ ქვეყნის უარის გამო, ბოდიში მოეხადა გასულ წელს ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე მოწყობილი რეიდისთვის. რეიდმა რვა თურქის და ერთი, წარმოშობით თურქი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ანკარამ გააძევა ისრაელის ელჩი ბოდიშზე უარის გამო და ამას გარდა აპირებს, გააუქმოს სამხედრო სფეროში ისრაელთან შეთანხმებები. დავუთოღლუმ აღნიშნა აგრეთვე, რომ თურქეთი არ ცნობს ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადას. თურქეთის ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გაეროს მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე გავრცელდა დასკვნა, რომ კანონიერი იყო ისრაელის რეიდი ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე. ამასთან, დასკვნაში ნათქვამია, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა ინციდენტის დროს გადამეტებული ძალა გამოიყენეს. გაეროს კომისიის დასკვნა დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა, გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ კი წინასწარ მოიპოვა ტექსტი და თავის ვებსაიტზე დადო.
XS
SM
MD
LG