Accessibility links

logo-print

დუშანბემ უმასპინძლა რეგიონულ სამიტს


დუშანბეში გაიმართა რეგიონული სამიტი ტაჯიკეთის, რუსეთის, პაკისტანისა და ავღანეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. პრეზიდენტებმა იმსჯელეს რეგიონში ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლასა და საამისოდ საჭირო უშიშროების ზომებზე. მოლაპარაკების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები აპირებენ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობას ექსტრემიზმისა და ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. იქვე ლიდერებმა ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედ მრავალეროვან კოალიციას მოუწოდეს, გაააქტიუროს ადგილობრივი უშიშროების ძალების წვრთნა, ქვეყნიდან მრავალეროვანი ჯარების გაყვანისათვის მზადებასთან ერთად. დუშანბედან გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის პრეზიდენტები ასევე აპირებენ თანამშრომლობას რეგიონში ენერგეტიკულ პროექტებსა და სატრანსპორტო დერეფნებზე.
XS
SM
MD
LG