Accessibility links

logo-print

"თავისუფალმა საქართველომ" ალექსანდრ ანქვაბს მიმართა


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეულ ალექსანდრ ანქვაბს მიმართა დღეს პარტიამ "თავისუფალი საქართველო," რომელიც აუცილებლად მიიჩნევს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ახალი გზების ძიებასა და მტრობის დავიწყებას. პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართვაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის დასრულება წარმოადგენს როგორც ქართველი, ასევე აფხაზი ხალხის ინტერესს. "თავისუფალი საქართველო" აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის მონაწილეთა მიერ ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულების აღებას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.
XS
SM
MD
LG