Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: უნდა დაისვას ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დასვა დღეს საზოგადოებრივმა მოძრაობამ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს." მისი ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, ბოლო პერიოდში პატიმართა საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების და მსჯავრდებულთა სიკვდილიანობის ზრდის გამო, ხათუნა კალმახელიძესთან ერთად პასუხი უნდა აგონ სასჯელაღსრულების რუსთავისა და გლდანის დაწესებულებების ხელმძღვანელებმაც. ბესელიამ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 67 პატიმარი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG