Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდისა და ბათუმის საპატიმროების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა ომბუდსმენმა


საქართველოს კიდევ ორ, ზუგდიდისა და ბათუმის საპატიმროებში არსებული ვითარების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა დღეს სახალხო დამცველის აპარატმა. ამ დაწესებულებათა ლიკვიდაციას ომბუდსმენი 2009 წლიდან, ჯერჯერობით უშედეგოდ ითხოვს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების ზუგდიდისა და ბათუმის დაწესებულებებში ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებული და ამორტიზებულია, რომ რემონტს, ფაქტობრივად, აღარ ექვემდებარება და ამავე მიზეზით შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურება. მსგავს პირობებში ბათუმის საპატიმროში, რომლის ლიმიტი 557–ია, მონიტორინგის მომენტში 652 მსჯავრდებული იმყოფებოდა, ზუგდიდის დაწესებულებაში კი, 305-ის ნაცვლად - 378 პატიმარი. ამასთან, ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულები ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ რაიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას არ გამოთქვამენ. საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ამსახველ დეტალურ ანგარიშს სახალხო დამცველი ოქტომბერში გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG