Accessibility links

logo-print

როსპოტრებნადზორი: დაგეგმილია ”ბორჯომის” წარმომადგენლებთან შეხვედრა


რუსეთის ბაზარზე მინერალური წყლის ”ბორჯომის” შეტანის საკითხის გამო როსპოტრებნადზორს მიმართა კომპანია ”IDS ბორჯომმა” - ეს ინფორმაცია განთავსებულია რუსეთის ზედამხედველობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. როსპოტრებნადზორი ასევე იუწყება, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილია მისი სპეციალისტების შეხვედრა კომპანია ”ბორჯომის” წარმომადგენლებთან, რომლებიც მინერალური წყლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ ზომებზე ისაუბრებენ. თავად კომპანია ”IDS ბორჯომს” ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
XS
SM
MD
LG