Accessibility links

დღეს 2 საათით გაიფიცნენ ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები


დღეს ქუთაისში 2 საათით გაიფიცნენ ქართულ-ინდური კომპანია ”ევრაზიან სთილის” კუთვნილი მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები. გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საწარმოდან უკანონოდ დათხოვნილი 6 პირის სამსახურში დაბრუნება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. ქარხნის პროფკავშირების ინფორმაციით, საწარმოში საქართველოს 350 და ინდოეთის 150 მოქალაქეა დასაქმებული და მათ უმძიმესი სამუშაო პირობები აქვთ. პროფკავშირების წარმომადგენლები ქარხნის მფლობელთა პასუხს 72 საათის განმავლობაში დაელოდებიან და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრულმასშტაბიან გაფიცვას დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG