Accessibility links

აზერბაიჯანი არ ცნობს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის არჩევნებს


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ქვეყანა არ ცნობს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი „მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენობას“ და ამიტომ კანონიერად არ მიიჩნევს საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთში. ამავე განცხადებით აზერბაიჯანი მხარდაჭერას უცხადებს დისკუსიების გაგრძელებას საკითხის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG