Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრმა ქვეყნებმა ახალი შეთანხმებები გააფორმეს


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თერთმეტიდან რვა წევრი ქვეყნის ლიდერებმა, ტაჯიკეთში, დუშამბეში სამიტი გამართეს და აღნიშნეს თანამშრომლობის ოცი წელი. მათ დღეს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ითვალისწინებს. ისინი შეთანხმდნენ ასევე ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. სამიტზე მონაწილე დელეგაციებს შორის ურთიერთწყენის ინციდენტი მოხდა, როცა აზერბაიჯანის და სომხეთის დელეგაციებმა ცივი შენიშვნები გაცვალეს მთიანი ყარაბაღის გარშემო. სამიტს არ დასწრებიან წევრი ქვეყნების, აზერბაიჯანის, ბელორუსიის და უზბეკეთის პრეზიდენტები.
XS
SM
MD
LG