Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის და ბელორუსიის საკითხები განიხილეს


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პოლონეთის ქალაქ სოპოტში შეიკრიბნენ და უკრაინის ასოცირების მცდელობის, ასევე ბელორუსიის თემა განიხილეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორგანიზაცია შეშფოთებულია უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო: „მოულოდნელი არ უდა იყოს, რომ იულია ტიმოშენკოს საქმეს დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს. ეს უკრაინის ხელისუფალთ განვუცხადეთ. ჩვენ გვსურს უკრაინასთან მოლაპარაკების გაგრძელება შეთანხმების შესახებ. ჩვენ ვიცით უკრაინის პოლიტიკური ვითარება“, თქვა ეშტონმა სოპოტში, სადაც ბელორუსიის თაობაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ და რეჟიმის დამოკიდებულება დისიდენტების მიმართ, ასევე ყურადღების ცენტრშია. ეშტონი მოელის, რომ ბელორუსიაში ყველა პოლიტიკური პატიმარი განთავისუფლებული და რეაბილიტირებული უნდა იქნას.
XS
SM
MD
LG