Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ჯარმა ერაყის საზღვართან 30 ქურთი ექსტრემისტი დახოცა და დაჭრა


ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ირანის სამხედროების მიერ, ერაყის საზღვართან მოწყობილი ოპერაციის დროს, დახოცეს და დაჭრეს 30 ქურთი ექსტრემისტი, იუწყება ირანის სააგენტო „ირნა“. სააგენტოს მოჰყავს პოლკოვნიკ ჰამიდ აჰმადის სიტყვები, რომელთა თანახმად, ოპერაცია პარასკევს მოეწყო. ყველა მოკლული და დაჭრლი დაჯგუფება „ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების“ წევრები არიან. ორგანიზაცია კავშირშია ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელსაც დასავლეთი და თურქეთი ტერორისტულად მიიჩნევენ. ბოლო კვირებში თურქეთის ავიაციამ არაერთი იერიში განახორციელა ქურთი მეამბოხეების პოზიციებზე.
XS
SM
MD
LG