Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა თავდამხმელმა იემენში სამი პოლიციელი დახოცა


იემენის უშიშროების სამსახურის თანახმად, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დღეს სანავსადგურო ქალაქ ადენში, პოლიციის სამი ოფიცერი დახოცა. ინციდენტი მოხდა საკონტროლო პუნქტზე, გზაზე, რომელიც ადენს აკავშირებს ზინჯაბართან, აბიანის პროვინციასთან, სადაც არმია ისლამისტ შეიარაღებულ რაზმებს ებრძვის. ზინჯაბარი, სხვა ქალაქებთან ერთად, ჩავარდა ისლამისტების ხელში, რომლებიც ალ ყაიდასთან არიან დაკავშირებული. იემენში პოლიტიკური მღელვარება იყო თებერვლის შემდეგ, როცა პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო.
XS
SM
MD
LG