Accessibility links

logo-print

სტროს-კანი საფრანგეთში დაბრუნდა


დომინიკ სტროს-კანი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი აშშ-იდან სამშობლოში, საფრანგეთში დაბრუნდა. მის მიმართ აღძრული საქმე, რომლის თანახმადაც, ის სექსუალურ დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, ნიუ იორკის სასამართლომ დახურა. სტროს-კანი გადადგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მას მერე, როცა ნიუ იორკში დააპატიმრეს სასტუმროს მოახლის, 32 წლის აფრიკიდან ემიგრანტის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით. 23 აგვისტოს სასამართლომ მას ბრალდება მოუხსნა, რადგან დაზარალებულის ნაამბობის დამაჯერებლობის მიმართ ეჭვი გაჩნდა. სტროს-კანი, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლებოდა ფავორიტი ყოფილიყო გაისად, უარყოფს ბრალდებას. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სქესობრივი კონტაქტი, რომელიც სტროს-კანს ჰქონდა დამლაგებელთან, შეთანხმებული იყო.
XS
SM
MD
LG