Accessibility links

logo-print

ანტისამთავრობო ჯარი ლიბიაში კადაფის მომხრეთა ბოლო სიმაგრეს შეუტევს


კადაფის მოწინააღმდეგეთა ჯარმა, რომელსაც ალყაში ჰყავს ბანი ვალიდი, კადაფის მომხრეთა ერთ-ერთი ბოლო სიმაგრე, აპირებს შეუტიოს ქალაქს. მეამბოხეთა თანახმად, მოწინააღმდეგესთან მისი დანებების შესახებ მოლაპარაკება ჩაიშალა. ბანი ვალიდთან მეამბოხეთა ათეულათასიანი ჯარია გამაგრებული, მათ ქალაქის ცენტრისგან 15 კილომეტრი აშორებს. კადაფის წარმომადგენელმა, მუსა იბრაჰიმმა, განაცხადა, რომ ამ არეალის უმთავრების ტომი, ვარფალა, კადაფის ემხრობა და ის არ დანებდება. კადაფის მოწინააღმდეგეთა ჯარების მეთაურმა, მუჰამად ალ-ფასიმ განაცხადა, რომ მოლაპაკება დასრულდა და მისი ჯარი ბანი ვალიდის შეუტევს. მეამბოხეებს ალყაში ჰყავთ კადაფის მშობლიური ქალაქი სურთი და სამხედრო ბაზა უდაბნოს ქალაქ საბჰაში.
XS
SM
MD
LG