Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი ტაჯიკეთს სტუმრობს


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰამადინეჟადმა დღეს დაიწყო თავისი ორდღიანი ვიზიტი ტაჯიკეთში, ამ ქვეყნის პრეზიდენტის, იმომალი რაჰმონის მიწვევით. მას ახლავს საგარეო საქმეთა, ასევე ჯანდაცვის და ენერგეტიკის მინისტრები. ცნობით, აჰმადინეჟადი მონაწილეობას მიიღებს ირანის მიერ ტაჯიკეთისთვის აშენებული სანგთუდეს ჰიდროელექტროსადგურის გახსნაში. ირანის და ტაჯიკეთის ლიდერები ეკონომიკის სფეროში სხვა პროექტების შესახებაც იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG