Accessibility links

logo-print

ირანში დააპატიმრეს წყლის პისტოლეტებით თამაშის მონაწილეები


ირანის პოლიციამ ბრძოლა გამოუცხადა წყლის პისტოლეტებით თამაშს მთელ ქვეყანაში. დააკავეს არაერთი ახალგაზრდა ქალი და კაცი, რომლებიც ამ თამაშის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ, იუწყება ნახევრად ოფიციალური სააგენტო, „მეჰრი“. მისი თანახმად, დაპატიმრება მოხდა პარასკევს, თეირანის პარკში. პოლიციის თანახმად, დააკავეს „მეამბოხეები“. ირანში დაუქორწინებლად სხვადასხვა სქესის ადამიანების ერთმანეთთან შერევა აკრძალულია. წყლის პისტოლეტებით ბრძოლა მთელ ირანში გავრცელდა ბოლო ხანს, როგორც კიდევ ერთი გამოხატვულება ისლამური ნორმების წინააღმდეგ ახალგაზრდების ამბოხისა. კონსერვატორთა თანახმად, წყლით ბრძოლა ამორალურია და უნდა აიკრძალოს, რადგან ის უწყობს ახალგაზრების გარყვნას.
XS
SM
MD
LG