Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ალყაშემორტმულ ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობას საფრხე ემუქრება


კადაფის მოწინააღმდეგეთა ჯარმა, რომელსაც ალყაში ჰყავს ბანი ვალიდი, კადაფის მომხრეთა ერთ-ერთი ბოლო სიმაგრე, აპირებს შეუტიოს ქალაქს, თუმცა აცხადებს, რომ იმედი აქვს, ვითარება მშვიდობიანად მოგვარდება. „ბი-ბი-ბის“ მეამბოხეთა წარმომადგენელმა, რომელიც კადაფის მოხრეებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, თქვა, რომ ქალაქის მოსახლეობას გადაადგილება არ შეუძლია და არის საფრთხე, რომ მათ შურისძიების მიზნით ან დახოცავენ, ან ცოცხალ ფარად გამოიყენებენ. მეამბოხეთა თანახმად, მოწინააღმდეგის დანებების შესახებ მოლაპარაკება ჩაიშალა. ბანი ვალიდთან მეამბოხეთა ათეულათასიანი ჯარია გამაგრებული, მათ ქალაქის ცენტრისგან 15 კილომეტრი აშორებს. კადაფის წარმომადგენელმა, მუსა იბრაჰიმმა განაცხადა, რომ ამ არეალში უმთავრესი ტომი, ვარფალა, კადაფის ემხრობა და ის არ დანებდება. მეამბოხეებს ალყაში ჰყავთ კადაფის მშობლიური ქალაქი სურთი და სამხედრო ბაზა უდაბნოს ქალაქ საბჰაში.
XS
SM
MD
LG