Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარმა რვა სამოქალაქო პირი დახოცა


სირიიდან იუწყებიან აქტივისტები, რომ უშიშროების ძალებმა სულ მცირე, რვა სამოქალაქო პირი დახოცეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. მთავრობა აცხადებს, რომ შეიარაღებულმა ბანდებმა ცხრა ადამიანი მოკლეს. სამოქალაქო პირთა დახოცვა მოხდა ჰამაში და იდლიბის პროვინციაში, სადაც გაძლიერდა რეიდები და დაპატიმრებები. გაეროს თანახმად, გასულ ხუთ თვეში, სირიაში გამოსვლების დაწყების შემდეგ, 2200 ადამიანი დაიხოცა. არაბული ლიგის თავმჯდომარემ, ნაბილ ელარაბიმ განაცხადა, რომ ამ კვირაში სირიაში შეიძლება ჩავიდეს, რათა მთავრობას სირიაში ძალადობის გამო არაბულთა შეშფოთების შესახებ ამცნოს.
XS
SM
MD
LG