Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრის წამებაში ადანაშაულებენ სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულების ხელმძღვანელობას


"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულებას პატიმრის წამებაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსი" ორგანიზაციაზე დაყრდნობით იუწყება, პატიმარი რუდიკ ოვაკიმიანი უყურადღებობისა და არასათანადო მოპყრობის გამო, ტუბერკულოზით დაავადდა. მათივე ცნობით, ამჟამად იგი თბილისის N8 ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც მას სიკვდილით ემუქრებიან. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, დაწესებულების უფროსმა, გიორგი ავსაჯანიშვილმა პატიმარს უთხრა: "საჩივრების წერას თავს თუ არ დაანებებ, აქედან მორგში გაგიტანენ". აღნიშნულ თემაზე დღეს, 14:00 საათზე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ოფისში გაიმართება საგანგებო
პრესკონფერენცია.
XS
SM
MD
LG