Accessibility links

ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა გაიხსნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში


ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა "ქართული დამწერლობა" ოფიციალურად გაიხსნება. როგორც ”ინტერპრესნიუსი” ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. საზაფხულო სკოლა განკუთვნილია ქართული კულტურით, განსაკუთრებით კი ქართული დამწერლობითა და ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებული უცხოელებისთვის. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სურვილი 15 სხვადასხვა ქვეყნიდან 45-ზე მეტმა მსმენელმა გამოთქვა. მათგან შერჩეულია პროექტით გათვალისწინებული 12 სტუდენტი შემდეგი ქვეყნებიდან - აშშ, პოლონეთი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ბულგარეთი, იტალია.
XS
SM
MD
LG