Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირას იხსნება პარლამენტის საშემოდგომო სესია


საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით, 6 სექტემბერს – სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს. საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტმა "საქართველოს კონსტიტუციაში" და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები უნდა განიხილოს, რომლებიც დეპუტატების რიცხვის 190-მდე გაზრდასა და მთელ რიგ საარჩევნო პროცედურების დახვეწას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG