Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა კადაფის წარმომადგენლების სტუმრობა დაადასტურა და უარყო იარაღის მიწოდებაზე ცნობა


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ჩინეთის კომპანიებს მუამარ კადაფისთვის არ მიუწოდებიათ იარაღი, როცა მისი რეჟიმი დაეცა. ამით ჩინეთმა უარყო ცნობები, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა კადაფის შესთავაზეს მილიონობით დოლარის ღირებულების იარაღი, გაეროს სანქციების მიუხედავად. სამინისტროს წარმომადგენელმა, იან იუმ აღიარა, რომ კადაფის წარმომადგენლები შეხვდნენ ჩინეთის კომპანიებს, მაგრამ არც შეთანხმება დაუდიათ და არც იარაღი მიწოდება მოხდარა. ამავე წყაროს თანახმად, ჩინეთის მთავრობამ ამ შეხვედრებზე არაფერი იცოდა. კანადის და აშშ-ის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა კადაფის არმიას 200 მილიონი დოლარის ოდენობის იარაღი შესთავაზა. ჩინეთს არ უღიარებია, დასავლეთის და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ეროვნული გარდამავალი საბჭო ლიბიის კანონიერ მმართველად.
XS
SM
MD
LG