Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ლიბიაში თავისი მოქალაქეების დაპატიმრებას იკვლევს


უკრაინამ განაცხადა, რომ იკვლევს ცნობებს იმის შესახებ, თუ რატომ დააპატიმრეს ლიბიაში მეამბოხეებმა 19 უკრაინელი, რომლებიც ეჭვმიტანილია არიან, რომ კადაფის რეჟიმს დაქირავებულ სნაიპერებად ემსახურებოდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ტრიპოლიში უკრაინის საელჩო ადგილობრივ ხელისუფლებთან კავშირშია. ტრიპოლიში დაკავებულმა უკრაინელებმა, რუსეთის ტელევიზიით გავრცელებულ რეპორტაჟში მტკიცედ უარყვეს ბრალდება. მათი თქმით, ისინი ლიბიის ენერგეტიკულ სექტორში მუშაობდნენ ინჟინრებად, რეჟიმის დაცემამდე. უკრაინის დიპლომატიური წყაროც ამტკიცებს, რომ მათ დაქირავებულებთან კავშირი არ აქვთ და რომ ისინი ინჟინრები არიან.
XS
SM
MD
LG