Accessibility links

განახლდა მუბარაქის სასამართლო პროცესი


ეგვიპტის ყოფილი მმართველის, ჰოსნი მუბარაქის სასამარლო პროცესი განახლდა დღეს, კაიროში. 83 წლის მუბარაქი საკაცით მიიყვანეს პროცესზე. ეს 3 აგვისტოს დაწყებული განხილვის მესამე სხდომაა. მუბარაქს, რომელიც 30 წელიწადი მართავდა ეგვიპტეს, ბრალად ედება კორუპცია და წლევანდელი მასობრივი გამოსვლების დროს დემონსტრანტების დახოცვაში თანამონაწილეობა. გამოსვლებს მისი რეჟიმის დამხობა მოჰყვა. მუბარაქი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღევანდელ სხდომაზე, მოწმეთა, პოლიციის მაღალი რანგის ოფიცრების ჩვენებებს მოუსმენს სასამართლო, რომელმაც უნდა დააგინოს, ვინ იძლეოდა ბრძანენებს, იარაღი გამოეყენებინათ დემონსტრანტების წინააღმდეგ. წინა სხდრომებისგან განსხვავებით, პროცესი პირდაპირ ტელეეთერში არ გადაიცემა. დღეს სასამართლო შენობასთან, პოლიციის აკადემიასთან, მუბარაქის მომხრეთა და მოწინააღდეგეთა შორის შეტაკება მოხდა.
XS
SM
MD
LG