Accessibility links

logo-print

ნინო კალანდაძე: ქართულ კომპანიებს როსპოტრებნადზორისთვის არ მიუმართავთ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ქართულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე მინერალური წყლის ”ბორჯომის” დასაბრუნებლად როსპოტრებნადზორს მიმართეს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სპეკულაციაა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს უკავშირდება. როსპოტრებნადზორმა საკუთარ ვებგვერდზე 1 სექტემბერს განათავსა ცნობა, რომლის თანახმად, კომპანია ”IDS ბორჯომმა” მიმართა რუსეთის ბაზარზე მინერალური წყლის შეტანის საკითხის განსახილველად, რასაც ამ კვირაში ორივე მხარის წარმომადგენელთა შეხვედრა უნდა მოჰყვეს. თავად კომპანია ”IDS ბორჯომს” კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
XS
SM
MD
LG