Accessibility links

logo-print

ალექსანდრ ანქვაბის ინაუგურაციაზე არ მიიწვევენ უცხოელ სტუმრებს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეული ალექსანდრ ანქვაბის ინაუგურაციაზე უცხოელ სტუმრებს არ მიიწვევენ. ”ანქვაბი მიიჩნევს, რომ ცერემონია განსაკუთრებული ზეიმის გარეშე, მოკრძალებულად უნდა ჩატარდეს”, - ამის შესახებ დღეს სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა სამთავრობო ინფორმაციის სამმართველოს უფროსმა კრისტიან ბჟანიამ. მისი განმარტებით, სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო, ამჟამინდელი სიტუაცია წინა ინაუგურაციებისგან განსხვავებულია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეული ალექსანდრ ანქვაბის ინაუგურაციას, რომელიც 26 სექტემბერს გაიმართება, ადგილობრივი პარლამენტისა და უმაღლესი სასამართლოს წევრები დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG