Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა გახსნა ახალი ელექტროსადგური, დაგმო დასავლეთი


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰამადინეჟადმა გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები აზიის და აფრიკის სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, ტაჯიკეთში ჰიდროელქტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას. აჰმადინეჟადი მონაწილეობდა ტაჯიკ კოლეგა იმომალი რაჰმრონთან ერთად ირანის მიერ აგებული ჰიდროელექტროსადგურის, სანგთუდა 2-ის გახსნაში. ირანმა პროექტში 180 მილიონი დოლარი ჩადო და მომავალი 12 წლის განმავლობაში ის ამუშავებს სადგურს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სადგურს ჩაიბარებს ტაჯიკეთი, რომლის წილი მშენებლობაში, 40 მილიონი იყო. ელექტროსადგურმა ტაჯიკეთში ელექტროენერგიის დეფიციტი უნდა დაძლიოს.
XS
SM
MD
LG