Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში დღეში ასობით ადამიანი ეწირება შიმშილს


გაეროს მონაცემებით, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში შესაძლოა, 750 000-მდე ადამიანი შეიწიროს აღმოსავლეთ აფრიკაში ბოლო 60 წლის უმძიმესმა გვალვამ. გაერომ დღეს სამხრეთ სომალის უკვე მეექვსე რეგიონში გამოაცხადა შიმშილი. სამხრეთ სომალის უდიდეს ნაწილს რადიკალი ისლამისტების ორგანიზაცია ალ-შაჰაბი აკინტროლებს. გაერო აცხადებს ასევე, რომ ყოველ დღე ასობით ადამიანი ეწირება შიმშილს და მსხვერპლის, სულ ცოტა, ნახევარს შეადგენენ ბავშვები. გვალვის შედეგად მძიმედ არიან დაზარალებული სომალის მეზობლებიც - ჯიბუტი, ერითრეა, ეთიოპია, კენია და უგანდა. გაეროს მონაცემებით, 12 მილიონამდე ადამიანს სჭირდება სურსათით დახმარება.
XS
SM
MD
LG