Accessibility links

პარიზში დაიწყო ჟაკ შირაკის სასამართლო პროცესი


პარიზში დაიწყო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის სასამართლო პროცესი, მისი პარტიის უკანონოდ დაფინანსებში ბრალდების საფუძველზე. შირაკი არ დასწრებია სასამართლოს დღევანდელ სხდომას და მას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, არც წაუყენებენ ასეთ მოთხოვნას სამედიცინო დასკვნის გამო, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრეზიდენტი მეტისმეტად ცუდად გრძნობს თავს პროცესში მონაწილეობის მისაღებად. შირაკი - საფრანგეთის პრეზიდენტი 1995-2007 წლებში - მანამდე თითქმის 20 წელი იყო პარიზის მერი. შირაკისათვის წაყენებული ბრალდებით, ის ფულს უხდიდა თავისი პარტიის წევრებს მუნიციპალური თანამდებობებისთვის, რომლებიც არ არსებობდა მისი მერობის პერიოდში. შირაკი უარყოფს ბრალდებებს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 10 წლამდე პატიმრობა და 150 000 ევროს ჯარიმა ემუქრება.
XS
SM
MD
LG