Accessibility links

აშშ მიესალმება პაკისტანის მიერ ალ-ყაიდის წევრის შეპყრობას


შეერთებული შტატები მიესალმა პაკისტანის მიერ ალ-ყაიდის მაღალი რანგის წარმომადგენლის, იუნის ალ-მაურიტანის შეპყრობას. ვარაუდობენ, რომ ალ-მაურიტანი გეგმავდა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმებს. დღესვე უფრო ადრე პაკისტანის არმიამ გაავრცელა ცნობა, რომ ალ-მაურიტანი აიყვანეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კუეტას გარეუბანში ალ-ყაიდის კიდევ ორ წევრთან ერთად. ამავე წყაროს ინფორმაციით, ალ მაურიტანის პირადად ოსამა ბინ ლადენისაგან ჰქონდა დავალებული ეკონომიკურად მნიშვნელოვან ობიექტებზე თავდასხმების მოწყობა შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ავსტრალიაში.
XS
SM
MD
LG