Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ევროპისა და აშშ-ის ეკონომიკური რისკები შეაფასა


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ზელიკი აცხადებს, რომ აშშ-ის ეკონომიკაში მოსალოდნელია ნელი ზრდა და უმუშევრობის მაღალი დონე, თუმცა ის შეძლებს თავი აარიდოს რეცესიას. ზელიკმა დღეს სინგაპურში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპის კრიზისი ნეგატიურად მოქმედებს მომხმარებელთა და ინვესტორთა ნდობაზე ამ ბაზრის მიმართ. რობერტ ზელიკი თვლის, რომ ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევები უფრო ”გარდაუვალია”, ვიდრე აშშ-ის წინაშე არსებული. ზელიკის თქმით, ევროპის ქვეყნებს შეიძლება მოუხდეთ ფისკალური ინტეგრაციის გაღრმავება - კერძოდ, მთავრობებმა უნდა დათმონ კონტროლის ნაწილი თავიანთი ქვეყნების ბიუჯეტებზე, რომ ხარჯვის პოლიტიკა ევროზონის ქვეყნებს შორის კოორდინირებული იყოს.
XS
SM
MD
LG