Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: შორენა მურუსიძე


 შორენა მურუსიძე
შორენა მურუსიძე
6 სექტემბერს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი შორენა მურუსიძე. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა - "ქართული დამწერლობა" გაიხსნა. საზაფხულო სკოლა განკუთვნილია ქართული კულტურით, განსაკუთრებით კი ქართული დამწერლობითა და ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებული უცხოელებისთვის. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სურვილი 15 სხვადასხვა ქვეყნიდან 45-ზე მეტმა მსმენელმა გამოთქვა. მათგან შერჩეულია პროექტით გათვალისწინებული 12 სტუდენტი შემდეგი ქვეყნებიდან - აშშ, პოლონეთი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ბულგარეთი, იტალია.


საუბარი შორენა მურუსიძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:19:08 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG