Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა შეაჩერა სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობა ისრაელთან


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დღეს გამოაცხადა, რომ შეაჩერა ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროებში ურთიერთობა ისრაელთან, მასთან უთანხმოების გამო. თურქეთის ეს ნაბიჯი მოჰყვა ისრაელის ელჩის გაძევებას მას შემდეგ, რაც ისრაელმა უარი თქვა, ბოდიში მოეხადა ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე 2010 წელს განხორციელებული რეიდისათვის. ფლოტილია ღაზის სექტორისაკენ მიეშურებოდა და ისრაელის ჯარისკაცებმა, მასზე რეიდისას, ცხრა თურქი აქტივისტი დახოცეს. გაეროს დავალებით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელმა „გადამეტებულ ძალას“ მიმართა რეიდის დროს. ამასთან გაეროს ანგარიშში დადასტურებულია ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის კანონიერება. თურქეთი აპირებს, საერთაშორისო სასამართლოში იჩივლოს ამ საქმესთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG