Accessibility links

ირანი თურქეთს აკრიტიკებს ნატოს რადარის განთავსების გეგმის გამო


ირანი თურქეთს აკრიტიკებს გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებს მის ტერიტორიაზე ნატოს სარადარო სისტემის განთავსებას. თურქეთმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ დათანხმდა რადარის განთავსებას, რაც ემსახურება ნატოს წევრების დაცვას პოტენციური საფრთხეებისაგან, ირანიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის ჩათვლით. შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული სისტემა მიმდინარე წელს ამოქმედდება. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განაცხადა, რომ ირანი არ შეურიგდა „რაიმე სახის აგრესიას მისი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“.
XS
SM
MD
LG