Accessibility links

„ჩრდილოეთის ნაკადში“ გაზის ჩატუმბვა დაიწყეს


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის დავალებით, ქალაქ ვიბორგთან მდებარე სადგურზე დაიწყო „ტექნიკური“ გაზის ჩატუმბვა „ჩრდილოეთის ნაკადად“ წოდებულ გაზსადენში. მომავალი წლის მიწურულიდან სრული ძალით ამოქმედების შემდეგ, „ჩრდილოეთის ნაკადი“ ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით გერმანიაში გადაქაჩავს წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. 1124-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა 7,4 მილიარდამდე ევრო დაჯდება. „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსეთი თავს არიდებს ბელორუსიასა და უკრაინაზე ტრანზიტს, რომელიც ბოლო წლებში პრობლემებს უქმნიდა. "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპაში გაზის ექსპორტი ოქტომბერში დაიწყება.
XS
SM
MD
LG