Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია პირდაპირ ეთერში დებატებისთვის იწვევს მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი არველაძეს


”თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ტელეკომპანია "იმედის" გენერალურ დირექტორს გიორგი არველაძეს პირდაპირ ეთერში დებატებისთვის იწვევს. როგორც დღეს ალასანიამ განაცხადა, მისი კომპრომეტირების მიზნით ტელეკომპანია ”იმედმა” ხელისუფლების დაკვეთით უკვე რამდენიმე სიუჟეტი აჩვენა. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის თქმით, მზად არის სააკაშვილსა და არველაძესთან პირდაპირი ეთერით დებატებისას გასცეს პასუხი ახალ ”მოდელირებულ ქრონიკაში” გამოთქმულ ბრალდებებს. ორშაბათს ”იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანიას აფინანსებს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელსაც ლონდონში შეხვდა.
XS
SM
MD
LG