Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გაიმართა სადაზვერვო უწყების ლიდერად დევიდ პეტრეუსის ინაუგურაცია


ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორად დევიდ პეტრეუსის ინაუგურაცია. ცერემონიაზე, რომელსაც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი უძღვებოდა, პეტრეუსმა განაცხადა, რომ ეძლევა ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის გაგრძელების უნიკალური შანსი. 58 წლის დევიდ პეტრეუსი გადამდგარი გენერალია და მაღალი შეფასება აქვს დამსახურებული ერაყსა და ავღანეთში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალების სარდლობისას.
XS
SM
MD
LG