Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამხედრო ძალების ვერტმფრენმა ავარია განიცადა


ხევსურეთში შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზის კუთვნილი მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ვიდეო გადაღებების დროს მოხდა. მფრინავმა დაბალ სიმაღლეზე, დაფრენის დროს დაკარგა კონტროლი, რაც ქარის მიმართულების მკვეთრმა ცვალებადობამ გამოიწვია. ვერტმფრენში, სამ მფრინავთან ერთად, იმყოფებოდა საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 8-კაციანი გადამღები ჯგუფი. როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინციდენტს სამხედრო პოლიცია იძიებს.
XS
SM
MD
LG